უკრაინის გენშტაბი – რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ორ საწყობზე განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათასობით ტონა საბრძოლო მასალა გაანადგურეს

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ორ საწყობზე განხორციელებული იერიშების შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალებმა ათასობით ტონა საბრძოლო მასალა გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხანძარი კრასნოდარის მხარის ტიხორეცკის რაიონში მდებარე საწყობს გაუჩნდა, რომლის ტერიტორიაზეც ჩრდილოეთ კორეის მიერ სთვის გადაცემული საბრძოლო მასალაც იყო.
„რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ საბრძოლო სამუშაოები გრძელდება“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
ამასთან, უკრაინის უშიშროების სამსახურმა თავდასხმა ტვერის ოლქში მდებარე იარაღის საწყობზეც განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში