უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 22 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას 28 “შაჰიდის” ტიპის დრონით შეუტია, თავდაცვამ 4-ის გარდა ყველა გაანადგურა.
დრონებით თავდასხმა იყო დედაქალაქ კიევზეც. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კორპუსის ბინები და რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა. მსხვერპლი არ ყოფილა.