უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა სუმის ოლქის ბეზსალოვკას დასახლება რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს და სრულად გაწმინდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენერალური შტაბის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 18 რუსი დამპყრობლის ლიკვიდაცია განახორციელეს.
„ოპერაციაში მონაწილეობდნენ 33-ე ცალკეული შემტევი პოლკის და 24-ე ცალკეული შემტევი ბატალიონის ქვედანაყოფები. საბრძოლო მოქმედებების დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა 18 რუსი დამპყრობლის ლიკვიდაცია განახორციელეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს მტრის განადგურებას და სამართლიანი მშვიდობის დამყარებას ჩვენს სახელმწიფოში“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.