უკრაინის გენშტაბი: გასულ 24 საათში 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და ს საოკუპაციო ძალებს შორის გასულ 24 საათში 110 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
მისი ინფორმაციით, უკრაინელმა მეომრებმა ყველაზე მეტი, საერთო ჯამში, 55 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო, ორი მიმართულებით. უკრაინის გენშტაბის თანახმად, მოწინააღმდეგე ისევ ცდილობს ავდეევკის ალყაში მოქცევას, თუმცა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მედგარ თავდაცვას განაგრძობენ.
ამასთან, ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი 14 დეკემბრის გეოლოკაციურ კადრებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს ავდეევკიდან ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ სტეპოვოზე გამავალ სარკინიგზო ხაზთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების 17 შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკის და 11 – ამავე ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებებით. გენშტაბის თანახმად, 9 იერიშია მოგერიებული ზაპოროჟიეს ოლქში და 15 – კუპიანსკის მიმართულებით ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტის, სინკოვკის რაიონში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, სინკოვკის რაიონში მოგერიებულია უკრაინის მოიერიშე ჯგუფების 5 შეტევა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 14 დეკემბერს რუსეთის ძალებს წარმატებისთვის არ მიუღწევიათ ფრონტის კუპიანსკი-სვატოვოს ხაზზე.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ