უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის გენერალურმა შტაბმა შაბათს, 3 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში განახორციელეს დარტყმა რუსულ წყალქვეშა ნავს და ს-400 საზენიტო სარაკეტო სისტემაზე.
“დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სარაკეტო ძალების დანაყოფებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების დანაყოფებთან ერთად მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო დანადგარი „ტრიუმფი”, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ტელეგრამის არხზე.

უკრაინის სარდლობა ასევე აცხადებს, რომ ანექსირებული სევასტოპოლის პორტში “წარმატებით განხორციელდა დარტყმა” ს შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშ ნავ „დონის როსტოვზე“, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე ჩაიძირა.
უკრაინელი სამხედროები ზუსტად არ აკონკრეტებენ, თუ როდის მოხდა ეს, მაგრამ სევასტოპოლზე ბოლო სარაკეტო თავდასხმა, ორივე მხარის ინფორმაციით, 2 აგვისტოს ღამით განხორციელდა.
რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლება იტყობინება, რომ ყირიმში პარასკევს ღამით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს მასიური საჰაერო თავდასხმა. ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევის თანახმად, ჩამოგდებული უკრაინული დრონებისა და ATACMS-ის რაკეტების ფრაგმენტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად დაეცა.

მოსკოვი თავისი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ცნობებს არ გასცემს.
ცოტა ხნის წინ მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში სწავლების მიზნით სამი რუსული წყალქვეშა ნავის ყოფნის შესახებ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ