უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთის ბრიანსკის ოლქში „ისკანდერებს“ დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა უსაფრთხოების სამსახურსა და თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან ურთიერთქმედებით ს ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს სარაკეტო ჯარების ქვედანაყოფების თავმოყრის რაიონზე. ამის შესახებ უკრიანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
გენშტაბის თანახმად, სარაკეტო შეტევა დღეს, 5 ივნისს განხორციელდა რუსეთის ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინცის რაიონზე, საიდანაც რუსეთის ჯარების 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი ცდილობდა დარტყმას უკრაინის ერთ-ერთ ქალაქზე, სავარაუდოდ, კიევზე.
ბრიანსკის ოლქში დარტყმის სამიზნედ დასახელებულია რუსეთის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები „ისკანდერი“.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია, შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული მოქმედების შედეგად, ერთი სარაკეტო-გამშვები დანადგარი აფეთქდა, კიდევ ორი კი, დიდი ალბათობით, დაზიანდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დარტყმის საბოლოო შედეგები დაზუსტების ეტაპზეა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიანსკის ოლქში „ისკანდერებზე“ შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.