უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის გენერალურმა შტაბმა შაბათს, 3 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში განახორციელეს დარტყმა რუსულ წყალქვეშა ნავს და ს-400 საზენიტო სარაკეტო სისტემაზე.
“დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სარაკეტო ძალების დანაყოფებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების დანაყოფებთან ერთად მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო დანადგარი „ტრიუმფი”, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ტელეგრამის არხზე.

უკრაინის სარდლობა ასევე აცხადებს, რომ ანექსირებული სევასტოპოლის პორტში “წარმატებით განხორციელდა დარტყმა” ს შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშ ნავ „დონის როსტოვზე“, რომელიც მიღებული დაზიანების შედეგად ადგილზე ჩაიძირა.
უკრაინელი სამხედროები ზუსტად არ აკონკრეტებენ, თუ როდის მოხდა ეს, მაგრამ სევასტოპოლზე ბოლო სარაკეტო თავდასხმა, ორივე მხარის ინფორმაციით, 2 აგვისტოს ღამით განხორციელდა.
ს მიერ დანიშნული სევასტოპოლის საოკუპაციო ხელისუფლება იტყობინება, რომ ყირიმში პარასკევს ღამით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს მასიური საჰაერო თავდასხმა. ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორ მიხეილ რაზვოჟაევის თანახმად, ჩამოგდებული უკრაინული დრონებისა და ATACMS-ის რაკეტების ფრაგმენტები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად დაეცა.

მოსკოვი თავისი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ცნობებს არ გასცემს.
ცოტა ხნის წინ მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის აკვატორიაში სწავლების მიზნით სამი რუსული წყალქვეშა ნავის ყოფნის შესახებ.
ფორუმი