უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე Shahed-ების საწყობს დაარტყეს, სადაც 400-მდე დრონი ინახებოდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, ს ფედერაციის კრასნოდარის ოლქში, იესკის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებასთან Shahed-ების ბაზას შეუტია, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე თავდასხმის დრონი ინახებოდა, ობიექტური მონიტორინგის შედეგებით დაფიქსირდა სამიზნეზე ზუსტი დარტყმა“, – ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის განცხადებაში.
თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ოქტიაბრსკში „სათავსოებს“ ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა ლოკალიზებული. ოპერატიულ შტაბს არ დაუკონკრეტებია რა ინახებოდა საწყობებში და რამ გამოიწვია ხანძარი.

ასევე დაგაინტერესებთ

საია-ს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – სამართლებრივი ბრძოლა არ შეგვწყვეტია – სხვა მექანიზმებსაც გამოვიყენებთ, რომელიც საბოლოოდ მიიყვანეს ქვეყანას იქამდე, რომ რუსული კანონი გაუქმდება

გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

DRI – განსაკუთრებით აგრესიული გახდა რუსეთის შეუნიღბავი ანექსიური პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ – მოსალოდნელი საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით, ხელისუფლების მიერ ფორმალური კრიტიკული შეფასება არასაკმარისი და არაეფექტიანია

ანა წითლიძე – ენგურჰესის დირექტორი თანამშრომლებს პირადობის მოწმობებს ართმევს და რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკებას აწარმოებს ენგურის ხიდის ჩაკეტვაზე, რათა დევნილებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ – გვაქვს მტკიცებულებები