უკრაინის გენშტაბის ცნობით, ს ბელგოროდის ოლქში ნავთობის ბაზას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ს ბელგოროდის ოლქში დაარტყეს ნავთობის ბაზას. ამის შესახებ 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარში განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
გენშტაბის ინფორმაციით, შეტევა გასულ ღამით განხორციელდა ბელგოროდის ოლქის დასახლებული პუნქტის, კოტიოლის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზა „ოსკოლნეფტესნაბზე“, რომელიც ჩართულია საოკუპაციო არმიის საწვავით უზრუნველყოფაში.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, რეზერვუარებზე დარტყმის შედეგად „ობიექტზე დაფიქსირებულია მასშტაბური ხანძარი“.
ბელგოროდის ოლქის ოპერატიულმა შტაბმა ნავთობის ბაზაზე უკრაინული დრონებით შეტევა გამთენიისას დაადასტურა. შტაბის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, „დეტონაციის შედეგად“ რამდენიმე რეზერვუარს ხანძარი გაუჩნდა. დღის პირველი საათისთვის რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც ს თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი