უკრაინის გენშტაბის ცნობით, დაარტყეს პორტს, რომელსაც ირანული იარაღის მისაღებად იყენებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, 15 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ იერიში მიიტანეს რუსეთის საზღვაო პორტზე „ოლია“, რომელიც ასტრახანის ოლქში მდებარეობს.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ობიექტს, რომელსაც იყენებს ირანიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთების მიწოდების მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პუნქტად, 14 აგვისტოს დაარტყეს. რა საშუალებებით, დაკონკრეტებული არ არის.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დარტყმა იყო Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მაკომპლექტებლებით და ირანული საბრძოლო მასალებით დატვირთულ გემზე. დარტყმის შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასტრახანის ოლქის ამ პორტზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?