უკრაინის გენერალური შტაბი – პოკროვსკში ჩვენი ქვედანაყოფები ალყაში არ არიან

პოკროვსკში ჩვენი ქვედანაყოფები ალყაში არ არიან, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„მოწინააღმდეგის შეკავების მიზნით, რომელიც ქალაქ პოკროვსკში შეღწევასა და ჯარების თავმოყრას ცდილობს, ღონისძიებები ტარდება. მტრის ქვეითი რაზმების წინააღმდეგ, რომლებიც გამაგრებას ცდილობენ, აქტიური წინააღმდეგობის გაწევა გრძელდება“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
ასევე, გენშტაბის ცნობით, პოკროვსკის დამცველი სამხედრო ნაწილების გაძლიერება მიმდინარეობს.
„ასევე, პოკროვსკ-მირნოგრადის აგლომერაციის თავდაცვითი ფლაგნების გაძლიერება და ლოგისტიკური მარშრუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „პოკროვსკსა და კუპიანსკში ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მდგომარეობა კრიტიკულია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ქვარცხავა: ჩვენი მიზანია ადვოკატთა ასოციაციის სისტემური ტრანსფორმაცია, რათა შევქმნათ გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიალურად და არა ერთპიროვნულად