უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 71 შეტაკება მოიგერიეს

საჰაერო განგაში უკრაინის სამხრეთით და აღმოსავლეთ ოლქებში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების შესაძლო თავდასხმის გამო ჩაირთო. საჰაერო ძალების ინფორმაციით ხმელენცკის მიმართულებით “შაჰედის” დრონები დაფიქსირდა.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. დაფიქსირდა 45 აფეთქება. დნიპროპეტროვსკის ოლქის არტილერიით დაბომბვის შედეგად ნიკოპოლის რეგიონში 1 ქალი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ეკლესია და სასწავლებელი.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, რუსი ჯარები შეტევით ოპერაცებს 6 მიმართულებით ახორციელებენ.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 71 შეტაკება მოიგერიეს. რაც შეეხება დახმარებას, გერმანია ს ენერგეტიკული ქსელის განახლებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას