უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის განმავლობაში უკრაინაში 547 ბავშვი დაიღუპა

როგორც უკრაინის გენერალური პროკურატურა იტყობინება, დასტურდება, რომ 2022 წლის თებერვალში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანაში დაიღუპა 547 უკრაინელი ბავშვი. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიჭრა 1348 ბავშვი.
23 მაისს უკრაინის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, რომელიც მძიმედ დაიჭრა 29 აპრილს რუსეთის ჯარების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად. ეს ში ომის განმავლობაში ბავშვის დაღუპვის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევაა.
ბავშვთა შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი იყო დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ს, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში, აღნიშნავს უკრაინის პროკურატურა.
13 მაისს გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოკლულია და დაჭრილია მინიმუმ 1993 უკრაინელი ბავშვი. ფონდში აღნიშნეს, რომ ეს დოკუმენტურად დადასტურებული რიცხვია, რეალური რაოდენობა კი ბევრად მეტია.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?