უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკება არ შეიძლება – UK-ს თავდაცვის მდივანი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ჯონ ჰილის განცხადებით, უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკება არ შეიძლება.
ამის შესახებ მან დღეს, 13 თებერვალს, ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტი და შეთანხმდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
12 თებერვალს -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
„ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტი ტრამპის ზარები ღამით, ყველას გვსურს ვიხილოთ გრძელვადიანი მშვიდობა და არა კონფლიქტის დაბრუნება“, – განაცხადა ჯონ ჰილმა და დასძინა, რომ უკრაინის მიღმაც საფრთხედ რჩება.
მისი თქმით, უკრაინელები მამაცურად იბრძვიან და ნატოს თავდაცვის მინისტრებმა უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ისინი საუკეთესო მდგომარეობაში იყვნენ, რათა უზრუნველყონ ხანგრძლივი მშვიდობა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)