უკრაინის განცხადებით, წყობიდან გამოიყვანეს რუსული შავი ზღვის ფლოტის 1/3

უკრაინის გენერალური შტაბის სტრატკომის განცხადებით, ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა წყობიდან გამოიყვანეს რუსული შავი ზღვის ფლოტის ერთი მესამედი.
„ჩვენმა სამხედროებმა წყობიდან გამოიყვანეს 24 რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი. ღია წყაროების თანახმად, სრულმასშტაბიანი შეჭრის მომენტში ს შავი ზღვის ფლოტში ირიცხებოდა 74 საბრძოლო ხომალდი“, – ციტირებს განცხადებას „უკრაინსკა პრავდა“.
სულ ახლახანს უკრაინულმა ძალებმა რუსული ხომალდი „ივანოვეცი“ გაანადგურეს. თითქმის ორწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, უკრაინელებმა ასევე ჩაძირეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, კრეისერი „მასკვა“.