უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის რუსეთმაც უნდა ნახოს – ზელენსკი

უკრაინის გამარჯვების გეგმა ყველა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის უნდა ნახოს რუსეთმა, რომელიც ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი მშვიდობის მეორე სამიტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ 20 სექტემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, მეორე სამიტზე ვიხილოთ , რადგან ყველა ჩვენი მოკავშირე, მათ შორის ყველა პარტნიორი, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან და ყოველთვის ილაშქრებენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, – ყველა ამბობს, რომ რუსეთი [მშვიდობის] მეორე სამიტზე უნდა იყოს. იმიტომ, რომ რუსეთი იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ. ომის დასრულება კი არ შეიძლება ერთ-ერთი მხარის გარეშე”, – განაცხადა ზელენსკიმ, რომლის სიტყვებიც რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს მოჰყავს.
ისე რომ დეტალებზე არაფერი უთქვამს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გამარჯვების გეგმა ითვალისწინებს უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების სწრაფ და კონკრეტულ ნაბიჯებს „დღევანდელი დღიდან დაწყებული დეკემბრის ბოლომდე.”
როგორც პრეზიდენტის ოფისმა გუშინ განაცხადა, მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც -ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება და გამარჯვების გეგმას წარუდგენს. ზელენსკი ამ გეგმის დეტალების განხილვას ელოდება.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან ორივე პარტიიდან და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს – ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება

ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავასრულოთ კონკრეტული კორუფციული გარიგებები, რომელიც თბილისის მერიაშია და ყველა საჯარო დაწესებულებაში სისტემური ხასიათი აქვს