„უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც“- პრეზიდენტი

,,უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ჩვენი ხმა ევროპას” კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა ს გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა და განაცხადა, რომ უკრაინელების ბრძოლა არის ბრძოლა “ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის”.
“მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ს ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი თავისუფლებაც არ იქნება. ეს არის ჩვენი, ერთობლივი თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ipn.ge