მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ისევ იღებენ რუსეთიდან დიდი ოდენობით გაზს, ეს კრემლს საშუალებას აძლევს წლიურად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს, – ამის შესახებ „ენერგოპლატფორმა“ წერს.
მათივე ინფორმაციით, ხუთწლიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2025 წლის იანვრიდან უკრაინის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი გაჩერებულია. Gazprom-მა და უკრაინულმა Naftogaz-მა კონტრაქტს ხელი 2019 წლის 30 დეკემბერს მოაწერე და ის 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იყო მოქმედი.
2023 წლის მდგომარეობით უკრაინაზე გამავალი გაზსადენებით ევროპაში გაზს იღებდნენ: ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი, იტალია და სლოვაკეთი. მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობით გაზს იღებდა ავსტრია და სლოვაკეთი
“ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა 18%-ით არის შემცირებული (ომამდე ნიშნულთან შედარებით), ხოლო პირველი ნოემბრის მდგომარეობით გაზის მარაგები 95%-მდეა შევსებული. გასულ ორ წელში განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო უკრაინის გავლით ტრანზიტის დასრულება გაზის საბაზრო ფასებზე აისახება და მინიმალური გავლენა ექნება”, – ვკითხულობთ ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.
დოკუმენტის მიხედვით, უკრაინაზე გამავალი გაზი შესაძლოა ჩანაცვლდეს LNG-ით ან სხვა წყაროებიდან მიღებული გაზსადენის ბუნებრივი აირით.
უკრაინაზე გამავალი მილსადენით გაზს ავსტრია, უნგრეთი და სლოვაკეთი იღებდნენ, რაც დაახლოებით ევროკავშირის ჯამური იმპორტის 5% იყო. ამ მარშრუტის ჩაკეტვის შემდეგ, ევროპა ამ ეტაპზე რუსულ გაზს “თურქსტრიმიდან” იღებს, რომლის წლიური გამტარუნარიანობა, დაახლოებით, 31 მილიარდი კუბური მეტრია.
‘მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეამცირეს რუსულ გაზზე დამოკიდებულება, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ისევ იღებენ რუსეთიდან დიდი ოდენობით გაზს, ეს კრემლს საშუალებას აძლევს წლიურად დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღოს. 2023 წელს რუსული გაზის იმპორტის მოცულობა ევროკავშირის ქვეყნებში 10%-ზე ნაკლები იყო, მაშინ როცა ომამდე, 2021 წელს რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში 40%-ს აღწევდა“, – წერია „ენერგოპლატფორმის“ ინფორმაციაში.