უკრაინის გავლით გაზის ექსპორტი შესაძლოა, აზერბაიჯანმა განახორციელოს

ევროკავშირმა მოლაპარაკებები დაიწყო აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის გაზრდაზე. „დოიჩე ველე“ და „ბლუმბერგი“ წერენ, რომ აზერბაიჯანული გაზი ევროპას შესაძლოა, უკრაინის მილსადენების გავლით მიწოდოს.
Bloomberg-თან ინტერვიუში თვის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა მ დაადასტურა, რომ აწარმოებს ევროკავშირსა და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ, რომ რუსეთთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ევროპისთვის გაზის ტრანზიტს განახორციელებს.
„გაზპრომსა“ და ს შორის ხუთწლიანი ხელშეკრულება 2019 წელს შედგა. ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს იწურება. დაახლოებით 5 წლის წინ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, „გაზპრომი“ ევროპაში წიაღისეული საწვავის ტრანზიტისთვის უკრაინის მილსადენებს იყენებდა.
Bloomberg-ის თანახმად, უკრაინამ 2021 წელს სატრანზიტო შემოსავლიდან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ყოველწლიური შემოსავალი 700 მილიონ დოლარამდე დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა შეამცირა რუსული გაზის მოხმარება, ამ დროისთვის უკრაინის გავლით რუსული გაზის ყველაზე დიდი მომხმარებლები ავსტრია, , უნგრეთი და იტალია არიან. ბრიუსელმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს შეუძლიათ მოთხოვნა სხვა წყაროებიდან დააკმაყოფილონ. მოსკოვი კი აცხადებს, რომ ღიაა ხელშეკრულების გასაახლებლად.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში ბაქოში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, 2027 წლისთვის ყოველწლიურად აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის იმპორტის 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესახებ.
უკრაინაში ომის დაწყების პირველივე წელს აზერბაიჯანმა 56%-ით გაზარდა გაზის ექსპორტი ევროპაში. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ის მიზნად ისახავს 2027 წლისთვის ექსპორტის გაორმაგებას. მედია იუწყება, რომ თუ არსებული ტემპით გაგრძელდება აზერბაიჯანული გაზის იმპორტი ევროპაში, 2024 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, 12.8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
ცნობისთვის, უკრაინას აქვს ათასობით კილომეტრიანი მილსადენი, რომლითაც რუსული გაზი დასავლეთ ევროპას მიეწოდება. უკრაინაში ს მიერ ომის დაწყებამდე აღნიშნული მილსადენებით 150 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის გადინება ხორციელდება.
ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შეამცირეს, თავის მხრივ კი რუსეთს 2019 წელს შეთანხმებული 40 მილიარდი კუბური მეტრიდან უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდება გასულ წელს 15 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეუმცირდა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი