უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში – პოლონეთისა და ბალტიისპირეთის მინისტრები

ლიეტუვის, სა და პოლონეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებმა დაადასტურეს უკრაინის უფლება, დასავლური შეიარაღებით მიიტანოს იერიშები ს ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეებზე.

ს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი და, თუ ამის საჭიროება იქნება… აქვს უფლება, განახორციელეს დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ხვდება ამას. უკრაინას უნდა მივცეთ თავის დაცვის თავისუფლება”, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ, რომელიც 31 მაისს ში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობს.
ნიშანდობლივია, რომ პრაღაში ეს შეხვედრა ტარდება ჩერნინის ისტორიულ სასახლეში, რომლის თავზეც ჩეხეთის, უკრაინისა და ნატოს დროშები ფრიალებს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე დაუჭირა მხარი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების განხორციელებას. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ კი აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის ემხრობოდა და უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებაზე არასოდეს შემოუღია რაიმე შეზღუდვა.
“საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უკრაინას აქვს თავდაცვის ყველანაირი უფლება”, – განაცხადა რადოსლავ შიკორსკიმ.
ანალოგიური მესიჯით ჩავიდა პრაღის მინისტერიალზე ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი.
30 მაისს დასავლურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად.
ამ გადაწყვეტილებამდე, უკრაინამ თხოვნით მიმართა აშშ-ს, მიეცა უფლება უკრაინის სამხედრო ძალებისთვის, დაიცვან უკრაინის ქალაქები რუსეთის ტერიტორიიდან წარმოებული თავდასხმებისგან.
ნატოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია, არ ემხრობა უკრაინისთვის გადაცემული გერმანული მოდელის შორი მოქმედების სარაკეტო დანადგარებიდან რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებას.