უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთს კიდევ 2 გამანადგურებელი ჩამოუგდეს

დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც მართვადი ავიაბომბებით უტევდნენ უკრაინის ჯარების პოზიციებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლქსანდრ სირსკი იუწყება. გენერლის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ავიაგამანადგურებელი-ბომბდაშენი Су-34 და გამანადგურებელი Су-35С.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის თანახმად, ორი რუსული თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში გაანადგურეს. ს თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
17 თებერვალს უკრაინის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის ორი Су-34 და ერთი Су-35. უკრაინის წინააღმდეგ ომის პროპაგანდისტმა ე.წ. სამხედრო ბლოგერებმა ერთი თვითმფრინავის განადგურება დაადასტურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება