7-დან 8 თებერვლის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 139 უპილოტო საფრენი აპარატი, – იუწყება უკრაინის არმიის საჰაერო ძალები. საერთო ჯამში მოხერხდა 67 დრონის ჩამოგდება 14 ოლქის თავზე, კიდევ 71 დრონი “ლოკაციურად დაიკარგა” – ანუ რადარებიდან გაქრა. უკრაინის მონაცემებით, თავდასხმების შედეგად ზიანი მიადგა სუმის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკისა და კიევის ოლქებს.
ამასთან, შაბათს, გამთენიისას რუსეთის არმიამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით განახორციელა დარტყმა ხერსონზე, – იუწყება ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. იერიშის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბიჭი. დარტყმა განხორციელდა საცხოვრებელ უბნებზე, დაზიანდა რამდენიმე ნაგებობა, ერთ-ერთ სახლში გაჩნდა ხანძარი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/ზურაბ-ფარჯიანი-300x224.jpg)