უკრაინის არმია ადასტურებს ვორონეჟის რეგიონში ნავთობის საცავზე თავდასხმას

ერთ კვირაში უკრაინის ჯარებმა მეორედ მიიტანეს დრონებით იერიში ვორონეჟის რეგიონში მდებარე “ლისკინსკაიას” სანავთობო ბაზაზე. ფეისბუკით გავრცელებულ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ “დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საწვავ-საპოხი მასალებით სავსე რეზერვუარებს.”
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ დრონებმა დაარტყეს სმოლენსკის საავიაციო ქარხანას და უკრაინის დონეცკის რაიონის ქალაქ ვოლნოვახაში მდებარე რუსეთის არმიის სარდლობის სამეთაურო პუნქტს. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დაზიანებულია თვითმფრინავების ქარხნის საწარმოო ინფრასტრუქტურა.
სამშაბათს, რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული დრონები თავს დაესხნენ რუსეთის რამდენიმე რეგიონს, მათ შორის სმოლენსკს და ვორონეჟის რეგიონში მდებარე ნავთობბაზას.
· უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმია რეგულარულად უტევს უკრაინის ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებს ბალისტიკური რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით. ბოლო დროს რეგულარულად რეაგირებს ამ თავდასხმებზე და საპასუხოდ, დასავლური და საკუთარი რაკეტებითა და დრონებით ესხმის თავს რუსეთის ინფრასტრუქტურულ (ძირითადად ნავთობისა და გაზის) ობიექტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას