“უკრაინის არმიას 500 000-მდე დამატებითი ჯარისკაცის მობილიზება სურს… ეს ძვირადღირებული საკითხია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა. მისივე თქმით, მეთაურები რუსეთის შეჭრიდან 2 წლის შემდეგ 450 000-500 000 ინდივიდს ეძებენ.
აღნიშნული კომენტარი აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების შეფერხებას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რესპუბლიკელებმა აშშ-ის კონგრესში პირველად დაბლოკეს 60 მილიარდი დოლარის სამხედრო პაკეტი უკრაინისთვის ამ თვის დასაწყისში. შემდეგ კი, უნგრეთმა ევროკავშირის 50 მილიარდიანი ევროს ფინანსური დახმარება დაბლოკა. თუმცა ევროკავშირის ლიდერების განცხადებით უკრაინა დახმარების გარეშე არ დარჩება.