უკრაინის არმიამ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ქერჩს დაარტყა

6 დეკემბრის დილით უკრაინის არმია უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა ს მიერ ანექსირებულ ს ნახევარკუნძულზე მდებარე ქერჩს. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ტელეგრამის არხ „კრიმსკი ვეტერის“ ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა გემთმშენებელი ქარხნის, „ზალივის“, არეალში.
“კრიმ.რეალიის“ მკითხველებმაც დაადასტურეს აფეთქებები. როგორც აღნიშნავენ, 10-20- წუთიანი ინტერვალებით სამი აფეთქება მოხდა, მათგან ორის ხმა მორტყმისას ჰგავდა, ერთი კი საჰაერო თავდაცვის მოქმედებას.
პირველი აფეთქება დილის შვიდ საათზე მოხდა. შეწყვეტილია ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყირიმის ხიდზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 6 დეკემბრის ღამით ანტისაჰაერო თავდაცვამ ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩამოაგდო უკრაინის ერთი დრონი. ამას გარდა, შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს უკრაინის ორი საზღვაო დრონი, რომლებიც ნახევარკუნძულს უტევდნენ. უკრაინის მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის მხარის თანახმად, მისმა ანტისაჰაერო თავდაცვამ სხვადასხვა რეგიონში სულ 33 დრონი გაანადგურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას