უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტს წარუდგინა ახალი კანონპროექტი, კორუფციასთან მებრძოლი ორი სააგენტოს დამოუკიდებლობის აღსადგენად – მას მერე, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები კანონს, რომელიც ასუსტებდა ამ სააგენტოთა ავტონომიას.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და კორუფციასთან ბრძოლაზე სპეციალიზებული პროკურორის ოფისი (SAPO) ზელენსკის მიერ 22 ივლისს ხელმოწერილი კანონით ფაქტობრივად კარგავდნენ გარანტიებს, რომლებიც მათთვის შესაძლებელს ხდიდა კორუფციასთან ბრძოლას ხელისუფლების მაღალ ეშელონებში.
კიევსა და უკრაინის რამდენიმე სხვა დიდ ქალაქში გამართული მასობრივი აქციებისა და კიევის ევროპელი მოკავშირეებისგან მიღებული კრიტიკის შემდეგ, 24 ივლისს ზელენსკიმ პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა. შემოთავაზებული კანონით უნდა აღდგეს ყველა პროცედურული უფლებამოსილება და დამოუკიდებლობის გარანტიები – აცხადებს NABU.
“NABU და SAPO მონაწილეობდნენ ტექსტის მომზადებაში და ისინი უკრაინის უმაღლეს რადას მოუწოდებენ დაამტკიცოს პრეზიდენტის ინიციატივა – როგორც საფუძველი, და ზოგადად, რაც შეიძლება სწრაფად”, – წერენ სააგენტოები ტელეგრამით და დასძენენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ორი სააგენტოს მიერ წარმოებული გამოძიებებისთვის წინაღობების აღკვეთას.
ფორუმი
