რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ მიწოდება აშშ-თან ურთიერთობებს გაანადგურებს. როგორც პუტინმა რუსულ მედიას განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებში დადებით ტენდენციებს გაანადგურებს.
„იყო კითხვები, რომლებიც დაკავშირებული იყო, მაგალითად, ახალი შეიარაღების სისტემების, მათ შორის, შორი რადიუსის, მაღალი სიზუსტის სისტემების, „ტომაჰავკის“ და ა.შ. მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვასთან. მე უკვე ვთქვი, რომ ეს გამოიწვევს ჩვენი ურთიერთობების განადგურებას, ან სულ მცირე, ამ ურთიერთობებში გამოვლენილ დადებით ტენდენციების განადგურებას“, – აღნიშნა პუტინმა.
29 სექტემბერს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.
როგორც ვენსმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. „ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. კიევი აღნიშნულ რაკეტებს თუ მიიღებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე აღმოჩნდება.
