უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით აშშ-მ „კარგი გადაწყვეტილება“ მიიღო – მაკრონი

უკრაინისთვის ს ტერიტორიაზე ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით -მ „კარგი გადაწყვეტილება“ მიიღო – მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ უკრაინისთვის რუსეთში, კურსკის ოლქში ამერიკული წარმოების შორი რადიუსის სარაკეტო სისტემების გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნით აშშ-მ “კარგი გადაწყვეტილება” მიიღო.
ამის შესახებ მაკრონმა რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის (G20) სამიტზე ისაუბრა.
მაკრონის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ჩართვის გამო გადადგა.
“რუსეთი არის ერთადერთი ძალა, რომელმაც ესკალაციური გადაწყვეტილება მიიღო. […] ნამდვილად ამ გარდატეხამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება”. – თქვა მაკრონმა რეპორტიორებთან საუბრისას.