“უკრაინისთვის ეკონომიკური გარანტიების N1 პუნქტი ევროკავშირში წევრობაა, რომელსაც მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს” – ზელენსკი

ევროკავშირში უკრაინის წევრობას მხოლოდ უნგრეთი ბლოკავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმებაში გარანტიები იქნება, მათ შორის ეკონომიკური ხასიათის, და ამის შესახებ ამერიკელმა პარტნიორებმაც იციან.
„რაც შეეხება ევროკავშირს, ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე გადაწყვეტილებას ერთი ქვეყანა ბლოკავს. ეს ქვეყანა უნგრეთი. (…) უკრაინისთვის ეკონომიკური გარანტიების N1 პუნქტი ევროკავშირში წევრობაა. ალტერნატივებისა და განხილვის გარეშე. არც , არც ევროკავშირის წევრები, რომლებმაც ასევე იციან ამის შესახებ, არავინ არაა წინააღმდეგი. ყველა მხარს უჭერს ამას, ერთი ქვეყნის გარდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთის ხელისუფლება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტში „-ის პოლიტიკას დააკვირდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ