უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარება 43.5 მილიარდ ევროს აჭარბებს

უკრაინისთვის ევროკავშირის სამხედრო დახმარება 43.5 მილიარდ ევროს აჭარბებს
ევროკავშირმა უკვე გაუწია ს 43.5 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი იუწყება.
მისი განმარტებით, თუ სამოქალაქო სფეროში დახმარებაც იქნება გათვალისწინებული, საბოლოო მაჩვენებლები გაცილებით მაღალი, 100 მილიარდ ევროზე მეტი, იქნება.
„დღეს ჩვენმა სამხედრო მხარდაჭერამ 43-43,5 მილიარდს გადააჭარბა”, – აღნიშნა მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ამ დროისთვის უკრაინის დახმარების თავდაპირველი გეგმის 65%-ია მიღწეული.
მან დასძინა, რომ უკრაინის ცაში უკვე დაფრინავენ პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც იცავენ ქალაქებსა და მოსახლეობას რუსული თავდასხმებისგან.
უმაღლესმა წარმომადგენელმა გაიხსენა, რომ რამდენიმე დღის წინ ბელგიამ გამოაცხადა უკრაინას მეტი F-16 თვითმფრინავით მიწოდების განზრახვა, რაც ასევე განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში შედგა. საუბარია ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პრესკონფერენციაზე გააკეთა ბორელმა ზემოთაღნიშნული განცხადება.

ასევე დაგაინტერესებთ