„უკრაინისთვის დახმარების შემდგომი დაბლოკვის შემთხვევაში ევროკომისიას „სათადარიგო გეგმა“ აქვს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისია გააგრძელებს მუშაობას უკრაინის პროგრამის ვარიანტებზე იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ვეტო შენარჩუნდება. ბლოკის ყველა სახელმწიფოს, უნგრეთის გარდა, აქვს ვალდებულება, რომ ამისთვის თანხები გამოიმუშაოს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული საბჭოს ბოლო სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რომ 27 წევრი სახელმწიფოს მხრიდან იყოს შეთანხმება, მაგრამ თუ ერთსულოვნებას ვერ შეძლებენ, მაშინ უნდა არსებობდეს სამუშაო გამოსავალი და ალტერნატივები, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„უკრაინას სჭირდება თანმიმდევრული, პროგნოზირებადი და საიმედო დაფინანსება. ეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოსა და ინვესტორებისთვის,” – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა