უკრაინისთვის დახმარებამ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა – ენტონი ბლინკენი

„უკრაინისთვის დახმარებამ ზრდა მისცა ამერიკულ ეკონომიკას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კემერონთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების 90% აშშ-ში მდებარე მრეწველობებს მოხმარდა, რამაც ამერიკული ეკონომიკა გაზარდა.
„თუ შეხედავთ ინვესტიციებს, რომლებიც ჩვენ უკრაინის თავდაცვაში გავაკეთეთ, რათა ამ აგრესიასთან გამკლავება შეძლოს, ნახავთ, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენს მიწოდებული დახმარების 90% დაიხარჯა აქ, აშშ-ში, ჩვენს მწარმოებლებზე, ჩვენს მრეწველობაზე და ამან მეტი ამერიკული სამუშაო ადგილი, ჩვენ საკუთარ ეკონომიკაში მეტი ზრდა მოგვცა“, – განაცხადა ბლინკენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ