უკრაინისგან მოყენებული ზიანისთვის კომპენსაციას მოვითხოვთ – რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, უკრაინისგან ომში მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციას მოითხოვს. ამის შესახებ საუბრობს როდიონ მიროშკინი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “უკრაინის რეჟიმის დანაშაულების” საკითხების ხელმძღვანელად დანიშნა.
დიპლომატის თქმით, რუსეთი მუშაობს მექანიზმებზე, რაც კომპენსაციის მიღების საშუალებას მისცემს, თუმცა, ამ დროისთვის, ვერ ხდება კომპენსაციისთვის საჭირო ზუსტი თანხის დასახელება.
მიროშნიკის თქმით, ქვეყნის მასშტაბით შექმნილია სპეციალური სერვისები, რომლებიც აგროვებენ მიყენებული ზარალის დასათვლელად საჭირო მონაცემებს.

ასევე დაგაინტერესებთ