უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბუდაპეშტში შეხვედრას გამართავენ

უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე კვირას ბუდაპეშტში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მიმდინარე კვირას ბუდაპეშტში შევხვდები [უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს] ანდრეი სიბიგას უნგრულ-უკრაინული ურთიერთობების განსახილველად. დიალოგის გვჯერა და ყოველთვის მზად ვართ საუბრებისთვის. მაგრამ ბურთი უკრაინის მოედანზეა: ნამდვილი პროცესი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ზაკარპატიეს უნგრელების წართმეული უფლებები სრულად აღდგება“, – წერს სიიარტო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა