უკრაინისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა “ნდობისა და პატივისცემის” შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი

უკრაინისა და ს პრემიერ-მინისტრებმა “ნდობისა და პატივისცემის” შესახებ განცხადებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
ერთობლივი განცხადების ხელმოწერა შმიგალისა და მისი სლოვაკი კოლეგის, რობერტ ფიცოს, უკრაინულ ქალაქ უჟგოროდში შეხვედრის შემდეგ მოხდა.
კერძოდ, განცხადება ადასტურებს შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას, რომელიც უკრაინის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ისახავს მიზნად.
განცხადების თანახმად, სლოვაკეთის რესპუბლიკამ უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი თავისი მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერა აღნიშნა. ასევე, აღინიშნა უკრაინის პრეზიდენტის ს „მშვიდობის ფორმულისადმი“ მხარდაჭერა.
პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადება ასევე ხაზს უსვამს უკრაინის აღდგენასა და ჰუმანიტარულ განაღმვაში სლოვაკეთის მონაწილეობის მნიშვნელობას. ამის გარდა, აღნიშნულია ერთობლივი ძალისხმევების მნიშვნელობა საკვების გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად.
ასევე ხაზგასმულია სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომერციულ საფუძველზე განვითარების მნიშვნელობა.
ცნობისთვის, უჟგოროდში გამართული შეხვედრის შემდეგ შმიგალმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი უკრაინის მიერ სლოვაკური ბიზნესებისგან იარაღისა და ტექნიკის შეძენას არ დაბლოკავს და მხარს დაუჭერს Ukraine Facility პროგრამას, რომელიც ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს