უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 23 ივლისს შედგება

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 23 ივლისს არის დაგეგმილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან თურქეთში რუსულ მხარესთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილა.
„უმეროვმა მაცნობა, რომ შეხვედრა ოთხშაბათს არის დაგეგმილი. უფრო მეტი დეტალი ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი სტამბოლში 2 ივნისს გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დიდი იმედი მაქვს, ილია მეორე ძალიან მძიმე დროს დაგვეხმარება იმაში, რომ ერთობას, რომელიც დღეს შედგა, რომელიც ბევრს არ მოსწონს და არ უნდა, შევინარჩუნებთ – არ მქონდა არანაირი საშვი, მაგრამ ვიყავი სიონის წინ და ამითაც ბედნიერი ვარ