უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კიტ კელოგი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„როგორც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, მოუთმენლად ველი ვისაუბრო დონალდ ტრამპის მიზანზე – უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულების შესახებ. ამერიკის მოკავშირეებს შევხვდები, რომლებიც ჩვენთან მუშაობისთვის მზად არიან“, – წერს დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 14-16 თებერვალს გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც მიიღებს.
