უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს კიევის რკინიგზის სადგურზე უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი დახვდა.
კელოგის თქმით, კიევში მისი ვიზიტი „პოტენციური მოლაპარაკებების კარგ შანსს წარმოადგენს“.
„ჩვენ მოვისმენთ. მზად ვართ იმის გამოყოფისთვის, რაც საჭიროა. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება გვესმის. ჩემი მისიის ნაწილს მოსმენა წარმოადგენს. შემდეგ, მე აშშ-ში დავბრუნდები და პრეზიდენტ ტრამპს დაველაპარაკები, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად გვესმის. დონალდ ტრამპს ესმის, რომ ხალხი იტანჯება და ხედავს, რა სახის ნგრევას აქვს ადგილი. ჩვენ ამის დასრულება გვსურს“, – განაცხადა კელოგმა.
