უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრისას დრონების ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს

უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევში შეხვედრისას დრონების ერთობლივად წარმოების საკითხი განიხილეს.
„ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებიდან გამომდინარე დრონების წარმოების გაზრდას მივუძღვენით“, – განაცხადა დმიტრო კულებამ ლიეტუველ კოლეგასთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ ლიეტუველ კოლეგასთან უკრაინის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განიხილა.
„ლიეტუვას ტექნოლოგიები აქვს, ჩვენ წარმოების გაფართოების უნარი გვაქვს და სწორედ ეს იყო საუბრის მთავარი თემა. არსებობს მკაფიო გაგება, თუ რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ, რომ დრონების წარმოებაში უკრაინულ-ლიეტუვურმა თანამშრომლობამ უმოკლეს დროში მაქსიმალური შედეგი გამოიღოს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი: მოვუწოდებ რევოლუციურ გვარდიას, ირანის სამხედრო პოლიციას, დაყარონ იარაღი, მიიღონ იმუნიტეტი ან გარდაუვალი სიკვდილი – ეს გარდაუვალი სიკვდილი იქნება, ეს არ იქნება სასიამოვნო