უკრაინისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში საბრძოლო მასალის დეფიციტის საკითხი განიხილეს

ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ლაურინას კაშიუნასი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს შეხვდა და სამხედრო დახმარების მიწოდების პრობლემები და უსაფრთხოების საკითხზე -ლიეტუვის შეთანხმების დაგეგმილი ხელმოწერა განიხილა.
უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა უკრაინაში საბრძოლო მასალის დეფიციტისა და სამხედრო ინდუსტრიის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ლიეტუვის ძალისხმევა უპილოტო საფრენი აპარატებისა და დრონების საწინააღმდეგო საშუალებების წარმოებაში და ლიეტუვის გაერთიანება ე.წ. დრონების კოალიციაში, რომელსაც ლატვია და დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობენ.
მინისტრების მიერ განხილული საკითხები ასევე მოიცავდა უკრაინელი სამხედრო პერსონალის მომზადებას და დაჭრილი ჯარისკაცების რეაბილიტაციას, განსაკუთრებით ლიეტუვის გადაწყვეტილების კონტექსტში, ხელი შეუწყოს სამი სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ლვოვში, დნიპროსა და ჟიტომირში.
შეგახსენებთ, ლაურინას კაშიუნასი ლიეტუვის თავდაცვის მინისტრად 25 მარტს დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ