უკრაინელო მეგობრებო, ქართველი ხალხის სახელით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! –

საქართველოს პრეზიდენტი, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი თავის მილოცვაში ს ოკუპაციისგან გათავისუფლებას და მშვიდობის აღდგენას უსურვებს.
“ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ნიშნავს ქართული პროდუქციის უფრო კიდევ მეტ პოპულარიზაციას და გაზრდილ ექსპორტს” – ირაკლი ნადარეიშვილი