უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის უმსხვილესი საბუღალტრო სისტემა 1C-Papyc დაჰაკეს

უკრაინელმა ჰაკერებმა ს უმსხვილესი საბუღალტრო სისტემა 1C-Papyc დაჰაკეს, რითაც რუსეთის ეკონომიკას მილიონობით დოლარის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო ავრცელებს.
ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, რუსეთში საწარმოებისთვის რესურსების დაგეგმვის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სისტემამ 1C-Rarus, მუშაობა შეწყვიტა, პარალიზებულია მაღაზიების მუშაობა. როგორც აღინიშნა, ჰაკერული თავდასხმის გამო კლიენტები ვერ სარგებლობენ სააღრიცხვო მომსახურებით და ვერ მუშაობენ სრული დატვირთვით. მაღაზიებში და ბენზინგასამართ სადგურებში მომხმარებლები ვერ ახორციელებენ გადახდებს, რადგან სალარო არ მუშაობს.
1C-Rarus-ს 150,000 მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები და ომის სპონსორები, როგორიცაა Татнефть и ВТБ. ციფრული განვითარების სამინისტრო აღნიშნავს, რომ ამ თავდასხმამ შესაძლოა მილიონობით ზარალი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას.