უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს

უკრაინელმა სამხედროებმა კურსკში ბუფერული ზონა შექმნეს
უკრაინელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონში ბუფერული ზონა შექმნეს. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენი, დმიტრო ლუბინეცი პრეზიდენტ სთან გამართული სხდომის შემდეგ პირად “ტელეგრამ” არხზე წერს.
“შევუერთდი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სხდომას, რომელზეც კურსკის ოლქში სასტაბილიზაციო ღონისძიებების საკითხები განიხილებოდა. თავდაცვის უფლების რეალიზაციაში, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლთან შესაბამისად, ს უფლება აქვს არა მხოლოდ თავს იცავდეს, არამედ უნდა იცავდეს ყველა საერთაშორისო კონვენციასა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მოთხოვნებს…
ამიტომ ჩვენმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე “ბუფერული (სანიტარული) ზონა” შექმნეს…
“ბუფერულ ზონაში” სურსათის, მედიკამენტებისა და მოსახლეობისთვის ყველა სხვა საჭირო საგნების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – წერს ლუბინეცი.
უკრაინის ომბუდსმენმა ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე ასევე განიხილებოდა “საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის”, გაეროს და სხვა მიუკერძოებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის წვდომის საკითხები ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელებისთვის.
ინტერპრესნიუსი