უკრაინელმა სამხედროებმა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს

1 ნოემბერს ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმა განახორციელეს ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ს ფედერაციის კრასნოდარის მხარეში.
უკრაინელი სამხედროების მონაცემებით, დაზიანებულია ფედერალური მნიშვნელობის საზღვაო სავაჭრო პორტის ნავთობის ჩატვირთვის ინფრასტრუქტურა, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ტუაფსეს ყურეში:
“თავდაცვის ძალები კვლავაც იღებენ ყველა ზომას, რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალისთვის ძირის გამოსათხრელად და ს იძულებისთვის, რომ შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია”.
უპილოტო საფრენი აპატარებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ტუაფსეს პორტში ხანძარი გაჩნდა. “უკრაინსკა პრავდას” წყაროების თანახმად, თავდასხმაში ჩართულები იყვნენ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალები, გამოყენებული იყო სპეცოპერაციების ცენტრ “ალფას” უპილოტო საფრენი აპარატები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დამნაშავედ ცნეს ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრები, რომლებმაც არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა „ლიდერისთვის“

გიგი წერეთელი – წარმოუდგენელია, რომ 2026 წელი დგება და ქვეყანაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრები გვყავს – ცუდი ვითარებაა და ეს იყო „ოცნების“ გეგმა, დაჭერების კასკადი და შიდა ბრძოლები არ მეტყველებს იმაზე, რომ მათ დიდი ძალა აქვთ