უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის 5 რაკეტა და 48 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა, გასული ღამის განმავლობაში უკრაინის 9 რეგიონზე რუსეთს თავდასხმის დროს, რუსული ძალების მიერ გასროლილი ხუთივე რაკეტა და 53-დან, 48 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი სამხედრო ოფიციალური პირები ავრცელებენ.
ს ცნობით, რუსული ძალები კიევის რეგიონს დრონებითა და Kh-101/Kh-555 რაკეტებით დაესხა თავს, რამაც ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გამოიწვია. პარასკევს დილით ხანძრის ჩასაქრობად სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობდნენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხარკივის რეგიონის გუბერნატორმა ოლეჰ სინიეჰუბოვმა თქვა, რომ დრონის თავდასხმამ, სულ მცირე, სამი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრის შუშები ჩაამსხვრია, დააზიანა მაღაზია და ფოსტა, სხვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასთან ერთად.
გუბერნატორის თქმით, დნეპროპეტროვსკის რეგიონის თავზე სამი უპილოტო თვითმფრინავი განადგურდა. კიროვოგრადის გუბერნატორმა თქვა, რომ თავდასხმას მის რეგიონში ზიანი არ მოუტანია, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩამოაგდეს ერთიდრონი ჩამოაგდეს. ხმელნიცკის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ ზიანი არ არის და განაცხადა, რომ მის რეგიონში, საჰაერო ძალებმა 11 სამიზნე ჩამოაგდო.
უკრაინელმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შვიდი დრონი ჩამოაგდეს სამხრეთ ოდესის ოლქში, კიდევ სამი – ხერსონის რეგიონში და ორიც – მიკოლაივის რეგიონში.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მიკოლა კოლისნიკმა ეროვნულ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ თავდასხმას არ დაუზიანებია არცერთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

ასევე დაგაინტერესებთ