უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ განცხადებას ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების პოზიციებზე დარტყმებს ახორციელებდნენ.
„პოკროვსკის სამკუთხედის ზონაში კიდევ ერთი მტრის „სუ-25“ გაუჩინარდა. ორ რუს პილოტს ეყო სიგიჟე იმისთვის, რომ ჩვენს პოზიციებთან ახლოს შემოფრენილიყო. ერთ-ერთი მათგანი ამ სიგიჟისთვის მყისიერად დაისაჯა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

IPSOS-ის კვლევის ავტორი – ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს