უკრაინელმა პილოტებმა დიდ ბრიტანეთში F-16 ავიაგამანადგურებლებზე საბაზისო მომზადება დაასრულეს

უკრაინელმა პილოტებმა დიდ ბრიტანეთში F-16 ავიაგამანადგურებლების ფრენის საბაზისო მომზადება დაასრულეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში ტრენინგი ექვსმა გამოცდილმა უკრაინელმა პილოტმა დაასრულა, ხოლო ათი მფრინავი წვრთნებს აგრძელებს.
„უკრაინელი პილოტებისა და სახმელეთო ეკიპაჟების შემდეგი თაობის მიმართ სამეფო საჰაერო ძალების მხარდაჭერით ვამაყობ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.
დიდ ბრიტანეთში საბაზისო სწავლების დასრულების შემდეგ უკრაინელი მფრინავები მომზადებას დანიაში გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინელი პილოტების მომზადება მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ უკან დახევის ფუფუნება არ აქვს. რეპრესიებით უჭირავს ეს ყველაფერი და რეპრესიები თუ აუშვა, მაშინ იწყება ზუსტად ავტოკრატებისთვის საშიში დრო, ჩამოინგრევიან