უკრაინელმა მოკრივე ოლექსანდრ უსიკმა დაამარცხა ბრიტანელი ტაისონ ფიური და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონაში

ბიბისი ისტორიულს უწოდებს კრივში შეხვედრას, როცა უკრაინელმა ოლექსანდ უსიკმა სძლია ბრიტანელ მეტოქეს, ტაისონ ფიურის და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა მძიმე წონით კატეგორიაში. მონაწილეებმა რეკორდული ჰონორარი – 190 მილიონი დოლარი მიიღეს.
მათ ნახევარი წლის წინაც გამართეს შეხვედრა ასევე ერ-რიადში და მაშინაც უსიკმა აჯობა მოწინააღმდეგეს.
22 დეკემბერის შეხვედრას მიმომხილველები რევანშის მცდელობად მიიჩნევდნენ.
უსიკი 1999 წლის მერე პირველი აბსოლუტური ჩემპიონია მძიმე წონაში. მას მძიმე წონაში კრივის ყველა მთავარი ორგანიზაციის – IBF-ის, WBO-ის, WBA-ისა და WBC-ის ჩემპიონის ქამრები აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა, მ მიულოცა უსიკს გამარჯვება:” ჩემპიონის ტიტულის დაცვით, ოლექსანდრმა დაამტკიცა, ჩვენ უკრაინელები ჩვენსას არავის დავუთმობთ. რინგზე, ბრძოლის ველსა და დიპლომატიურ არენაზე, ვიბრძვით და ვიმარჯვებთ“ დაწერა ზელენსკიმ.
თავისი ერთ-ერთი წარსული გამარჯვება უსიკმა ბრიტანელ დანიელ დიუბუასთან, 2023 წელს ს და მის არმიას მიუძღვნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა – უკრაინამ ევროპულ გზაზე უკვე ბევრს მიაღწია, უკრაინას შეუძლია ამ გზაზე წინსვლისას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

მიხეილ ყაველაშვილი – გიორგი ცინცაძე იყო საამაყო კალათბურთელი და მისი ღვაწლი დაფასებულია, ერთი რამ მინდა ვუთხრა, ნუ გამოაყენებინებს საკუთარ სახელს – გვახსოვს ბუდუ ზივზივაძე, ქოჩორაშვილი, როგორ სცადეს მათი გამოყენება