უკრაინელმა მაშველებმა ქალაქ კრივოი-როგის ორი შახტიდან 113 მაღაროელი მშვიდობით ამოიყვანეს. მამაკაცები მიწის ზედაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული შეტევის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა და შახტების ენერგომომარაგება შეწყდა. ინფორმაცია 113-ივე მაღაროელის გადარჩენის შესახებ კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ვილკულმა გაავრცელა.
