უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის საზღვრის მორიგი მონაკვეთი გაარღვიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის დამცველებმა ს საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„95-ე ცალკეული სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის საზღვრის გასარღვევად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, მებრძოლები არ აკონკრეტებენ, სად მოახერხეს რუსეთის ფედერაციის საზღვრის მონაკვეთის გარღვევა.